ჩემთვის დღევანდელი დღე და მთლიანად ტრენინგი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
განვიხილეთ წინა დღეს დაწერილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზაბი დავსახეთ.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა პრეზენტაციების წარდგენის გაანალიზება. ვეცდები, დავნერგო პრეზენტაციის ის მოდელი, რომელსაც უკრაინელი პედაგოგები იყენებენ, თუმცა ვიცი, რომ მასწავლებლებთან ძალიან გამიჭირდება - რადგან ასეთ მუშაობას მიუჩვევლები არიან.
web-2 ტექნოლოგიების ახალი ინსტრუმენტებიც განვიხილეთ, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ.
ამ მასტერ კლასიდან ბევრი მივიღე. დარწმუნებული ვარ, გამიადვილდება მუშაობის დაწყება.
13.03.2014
· დილას 6 საათზე, როდესაც ელ. ფოსტა შევამოწმე და ბლოგსაც გადავხედე, კომენტარი აღმოვაჩინე, რისთვისაც დიდი მადლობა მიონდა გადაგიხადოთ.
·
მე-2 დღე დავიწყეთ წინა დღის
რეფლექსიის მიმოხილვით. დილით ნანახი კომენტარით მივხვდი რა არის რეფლექსიის დანიშნულება და რატომაა იგი
საჭირო ყველა ტრენინგზე;
·
დავრეგისტრირდი ქართულ ვიკიზე და შევქმენი
ჩემი გვერდი;
·
განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა, მეძალიან მომეწონა, აუცილებლად გამოვიყენებ ასეთი ფორმით მომავალ
ტრენინგზე;
·
ვიმუშავეთ მოსწავლის შეფასების
რუბრიკაზე, რამაც ნათლად დაგვანახა რას უნდა მიენიჭოს მოსწავლის ნაშრომის
შეფასებისას ყურადღება, ამ აქტივობამ დამანახვა, რა შეცდომა
მქონდა ჩემს მიერ შექმნილ მოსწავლის ნამუშევარში;
·
გავარჩოეთ შეფასების 5 მიზანი და
არმოცაინეთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტების შეფასების დროს ხუთივე მიზნის
გათვალისწინებას;
12.03.2014
ტრენინგის ზოგადი მიმოხილვა; გავიცანით ტრენერები; რის შემდეგაც გავიყავით ორ ჯგუფად.
გავეცანით
ტრენერს. სამწუხაროდ, მე ინტელის ტრენინგი ჯერ არ ჩამიტარებია, ახლა ვიწყებ, ამიტომ
ვერ აღვნიშნე ჩემი მიღწევა.
შევავსეთ
ანკეტები, სადაც თვითშეფასება გავაკეთეთ (მე სხვა ტრენინგები გავითვალისწინე და ისე
შევავსე.) ჩავწერეთ სამი მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს ამ ტრენინგზე. იმედი მაქვს,
ჩემი მიზნები მთლიანად თუ არა, 90% მიღწეული იქნება.
ძალიან
მომეწონა გონებრივი იერიში მოსწავლეთა შესახებ. მე ალბად ასეთ გონებრივ იერიშს გამოვიყენებ
ჩემს ტრენინგზე.
ჩემთვის,
როგორც დამწყებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია პორტფოლიოს განხილვა.
დავიყავით
ჯგუფებად. (ძალიან მომწონს ჩემი ჯგუფიJ
მე მგონი კარგად ვიმუშავებთ.) შევარჩიეთ თემა. გავანაწილეთ ჯგუფებისათვის სამუშაო.
პროექტების
დასახელებებს გავეცანით. რაც მოგვვეწონა გამოვყავით.
განვიხილეთ
თუ როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია. დაწვრილებით გავეცანით პრეზენტაციის თვითშეფასებას.
ტრენენრმა
მოგვვცა დავალება: უნდა შევქმნათ პრეზენტაცია. მართალია დაღლილები ვართ, მაგრამ მე
პირადად, სიამოვნებით შევასრულებ დავალებასJ
მინდა
აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა დღევანდეტრენინგი. იმედი მაქვს მომავალლი ორი დღე უფრო
მეტად საინტერესო იქნება.
პ.ს.
სამწუხაროდ ვეღარ აღვიდგინე ჩემი ბლოგი, ახალი უნდა შევქმნა ახლა, თუ ინტერნეტმა არ
გამაწვალა ძალიან.
Ура! У вас почти получилась отличная рефлексия. Пишите чаще о том, о чем ВЫ думаете, в чем сомневаетесь. Что у Вас может получиться, а что - нет. У вас обязательно все выйтет.
ReplyDelete